ხავიერ მენდესმა ილია ტოპურია უსმან ნურმაგომედოვისთვის UFC-ში ყველაზე რთულ გამოცდად დაასახელა.
ამერიკელი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ სწორედ ბრძოლა „ელ მატადორთან“ გახდება ყველაზე სერიოზული გამოწვევა რუსი მებრძოლისთვის.
მენდესმა ასევე განაცხადა, ვის ხედავდა უსმანის პირველ მეტოქედ UFC-ში. ვარიანტებს შორის მან დაასახელა ილია ტოპურია, არმან ცარუკიანი, პედი პიმბლეტი და მაქს ჰოლოუეი.
უსმან ნურმაგომედოვმა ახლახან დაიცვა PFL-ის ქამარი მსუბუქ წონაში, პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა არჩი კოლგანი. ამის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია დაუმარცხებელი რუსი მებრძოლის UFC-ში გადასვლის შესაძლებლობის შესახებ.